შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფერდინანდ რიძევსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ვიბორგის გუბერნია, რუსეთი. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1860 წელს. 1886-1892წწ. მუშაობდა საქართველოში: 1886-1890წწ. სურამის გვირაბის; 1890-1892წწ. ჭიათურის ვიწრო ლიანდაგიანი გზისა და "თბილისი-ყარსის" რკინიგზის გვირაბების მშენებლობაზე; შეადგინა "თბილისი - ვლადიკავკაზის" რკინიგზის პროექტი; 1892 წელს გადაიყვანეს "ვარშავა-ვენის" რკინიგზის დირექტორად, ამ თანამდებობაზე იმუშავა 1905 წლამდე. ინჟინერ-გვირაბმშენებელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 225
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |