შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების სპეციალობით 1954 წელს; ასპირანტურა - 1957 წელს. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ხუნძური ენის დიალექტოლოგიის საკითხებზე. 1968-2000წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ექსპერიმეტული ფონეტიკის ლაბორატორიას; მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, გელათის აკადემიაში. იყო საკავშირო აკუსტიკური საბჭოს, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგიის სამეცნიერო საბჭოს მეტყველების სექციისა და საქართველოს არაერთი სამეცნიერო საბჭოს წევრი. სისტემატურად მონაწილეობდა რესპუბლიკური, საკავშირო, საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და კონგრესების მუშაობაში, წარმატებით თანამშრომლობდა მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო ცენტრთან. იკვლევდა ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკის, ზოგადი ენათმეცნიერების, ქართული ენის ფონეტიკური სისტემის, ბავშვთა მეტყველების, ადამიანისა და მანქანის დიალოგის, მეტყველების ანალიზისა და სინთეზის, ხუნძური ენის ფონეტიკის, გრამატიკისა და ლექსიკის აქტუალურ საკითხებს. დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე სალიტერატურო ქართულის (აგრეთვე ქართულის ზოგი დიალექტის) რიტმიკულ-მელოდიკური სტრუქტურის თანამედროვე მოთხოვნილებათა შესაბამისად შესწავლის საქმეში. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ენათმეცნიერი, ზოგადი ენათმეცნიერების, ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკის სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Основные фонетические и морфологические особенности манас-аульского-аркасского говора аварского языка", დაიცვა 1959 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პერცეფციული ფონეტიკის ძირითადი საკითხები", დაცივა 1974 წელს. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.606; არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |