The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ სარალიძე

ომარ სარალიძე
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:1981  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1980 წელს; სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1981 წელს.

1962-1963წწ. მუშაობდა ენგურჰესის მშენებლობაზე მებეტონედ; 1963 წელს აირჩიეს მშენებლობის ახალგაზრდობის ხელმძღვანელად, კომკავშირის კომიტეტის მდივნად; 1965-1973წწ. იყო მშენებლობის დისპეტჩერი და უფროსი დისპეტჩერი; 1973-1981წწ. მუშაობდა ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. დაიღუპა ტრაგიკულად ავტოკატასტროფაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 228-229

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: