Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია არაბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1973 წელს. 1972-1973წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თბოელექტროცენტრალში ცვლის უფროსად; 1973 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1973-1998წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრაზე ლაბორატორიის გამგედ, ასისტენტად; 1998-2005წწ. ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2005 წლიდან ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი; თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომპანიებთან და ინვესტორებთან. მისი მონაწილეობით ქ. თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განხორციელდა ენერგოეფექტურობის საპილოტო პროექტები, დაინერგა ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები საყოფაცხოვრებო, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამედიცინო, კომერციულ და სამრეწველო სექტორებში; მონაწილეობს საერთაშორისო-სამეცნიერო და საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტებში, როგორებიცაა ხელშემწყობი გარემოს შექმნა ქვეყანაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემოსატანად და შესაბამისი პროექტების განსახორციელებლად. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიტატი (1987), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2004), დოცენტი (1987), პროფესორი (2004). სერთიფიცირებული ენერგომენეჯერი. 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 12 სახელმძღვანელო და 3 მონოგრაფია. 2005 მწელს მიღებული აქვს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია სახელმძღვანელოსთვის - "საქვაბე დანადგარები" (ერთობლივი გამარჯვება). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.16-17 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |