Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ქონიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომში; რუსეთ–იაპონიის ომის დროს (1904–1905) ირიცხებოდა ქვეითი ჯარის ოფიცრად, იბრძოდა პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტზე. მან თავისი ქვედანაყოფით პირველმა დაიკავა არზრუმის ციხესიმაგრე, რისთვისაც იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ 1917 წლის 6 იანვარს ვადაზე ადრე უბოძა პოდპოლკოვნიკის წოდება და წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი, შემდეგ მსახურობდა 155–ე პოლკში, ასრულებდა ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილის მოვალეობას, მეთაურობდა პენზის ქვეით პოლკს და აქვე მიიღო პოლკოვნიკის ჩინი. 1918–1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. 1918 წელს ხელმძღვანელობდა საგანგებო რაზმს და სახალხო გვარდიის ქვედანაყოფებს სამეგრელოში. სოჭის კონფლიქტის დროს (1918–1919) იბრძოდა გენერალ დენიკინის თეთრგვარდიელების წინააღმდეგ, მიენიჭება გენერლის წოდება. 1918 წლის ბოლოდან სარდლობდა ქართულ საჯარისო კონტიგენტს აფხაზეთსა და შავიზღვისპირეთში. 1920 წლის ზაფხულში იყო რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში შემოჭრილი ბოლშევიკური ქვედანაყოფებისა და რაზმების წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის ერთ-ერთი მიმართულების სარდალი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, ალექსანდრე ქონიაშვილი იმყოფებოდა ემიგრაციაში, ჯერ ოსმალეთში, შემდეგ პოლონეთში. 1923 წლიდან ირიცხება პოლონეთის ეროვნულ არმიაში. 1926 წელს მიიღო პოლონეთის არმიის ბრიგადერის (ბრიგადის გენერლის) მაღალი სამხედრო წოდება და დაინიშნა ქვეითი ჯარის ერთ–ერთი დივიზიის მეთაურის მოადგილედ. პოლონეთის არმიაში თითქმის ოცწლიანი მოღვაწეობის მანძილზე დაიმსახურა არაერთი მაღალი ჯილდო. მეორე მსოფლიო ომში გერმანული შენაერთების მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა ჯერ იტალიაში, შემდეგ არგენტინაში. გარდაიცვალა 1951 წელს ბუენოს აირესში. წყარო: სამხედრო კადრების სამჭედლო :თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე / მამუკა გოგიტიძე, ზაზა ჯაფარიძე.-თბ, 2018.- გვ.42 (dspace.nplg.gov.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |