შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი თოიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა კიევის საინჟინრო სასწავლებელი 1917 წელს. 1918-1920 წლებში მსახურობდა თბილისის მესანგრეთა ბატალიონში და მონაწილეობას იღებდა ყველა საომარ კამპანიაში. 1920 წლის 1 ოქტომბრიდან დაინიშნა სამხედრო სკოლის საინჟინრო განყოფილების ინსტრუქტორად კაპიტნის ჩინით. 1921 წლის 19 თებერვალს მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა ბრძოლით დაიკავეს კოჯორი და დაეშვნენ ტაბახმელისკენ. მოწინააღმდეგე ზურგში მოექცა ქართულ პოზიციებს. მთავარი კი ის იყო, რომ თბილისი დაცემის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ ბრძოლის ბედი ქართველ იუნკერთა ქვედანაყოფმა გადაწყვიტა, რომელსაც კაპიტანი ირაკლი თოიძე მეთაურობდა. ქართული არტილერიის ცეცხლის ქვეშ თოიძის ქვედანაყოფი შეტევაზე გადავიდა და იერიში მიიტანა მოწინააღმდეგეზე. მტერი შეჩერებულ იქნა და თბილისი გადარჩა, თუმცა ამ ბრძოლას მეთაური და რამდენიმე იუნკერი შეეწირა. 106 დაღუპული გმირის დასახიჩრებული და გაძარცვული გვამი ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. კაპიტანი ირაკლი თოიძე სხვა გმირებთან ერთად თბილისის სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს. ქართველი ოფიცერი, სამხედრო ინჟინერი. საზოგადოება "შევარდენის" პირველი რაზმის მწვრთნელი. პროფესიონალი სამხედრო. წყარო: სამხედრო კადრების სამჭედლო : თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე / მამუკა გოგიტიძე, ზაზა ჯაფარიძე.-თბ.,2018, გვ.105 (dspace.nplg.gov.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |