The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ამყოლაძე

Other name:გოჩა ამყოლაძე
Date of birth:1939  (86 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცუცხვათი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სამთო ტექნიკუმი 1960 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1976 წელს.

1963-1965წწ. მუშაობდა თბილისის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1965-1967წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1967-1971წწ. გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1972-1978წწ. საკავშირო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" საქართველოს განყოფილებაში ენერგო სისტემის მართვის ავტომატიზირებული სისტემის კვლევისა და დამუშავების განყოფილების უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1978 წლიდან ლექციებს კითხულობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1978 წელს დოცენტი, პროფესორი; 1979-1985წწ. ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1991-1991წწ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ეკონომიკის, ორგანიზაციისა და მართვის კათედრის გამგე; 1991-1997წწ. ქ. ქუთაისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორი. მისი ხელმძღვანელობით პირველად დამუშავდა "საქენერგოს" მართვის ავტომატიზირებული სისტემებისა და გამოთვლითი ცენტრის სქემა-პროექტი, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1976 წელს. გამოქვეყნებული აქვს 75 სამეცნიერო ნაშრომი, 12 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.14-15

Bibliography


Share: