Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ სეფერთელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიზაციისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1966 წელს; ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1972 წელს. 1972-1974წწ. მუშაობდა ქ. თბილისის კომუნალური სამსახურების გაერთიანების თბომეურნეობის სამმართველოს საიზოლაციო სამსახურის უფროსად; 1976-1978წწ. საქართველოს პროფესიული კავშირების კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორის მოადგილედ; 1978-1984წწ. იყო მცხეთა-მთიანეთის მხარის საშენ მასალათა გაერთიანების დირექტორი; 1984-1991წწ. რესპუბლიკური გაერთიანება "საქრეკლამის" გენერალური დირექტორი; 1991 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ; 1994-1996წწ. იყო საქართველოს საზღვარგარეთთან კულტურული ურთიერთობების საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1996-2006წწ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველია; პროფესიული საქმიანობის პარალელურად მოღვაწეობას ეწეოდა მუსიკალური ხელოვნების სფეროში, ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მ. თავართქილაძესთან და დ. აბესაძესთან ერთად ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი "ცისფერი ტრიო". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 230 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |