The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალბერტ სიორიძე

ალბერტ სიორიძე
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1936  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1961 წელს.

1961-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №3 ტრესტის მე-4 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, შემდეგ სამუშაოთა მწარმოებლად; 1975-1998წწ. მუშაობდა ენგურჰესის სამოქალაქო მშენებლობის სამმართველოში უბნის უფროსად; 1998-2006წწ. მუშაობდა კერძო სამშენებლო კომპანიაში სამუშაოთა მწარმოებლად; მის მიერ განხორციელებული სამშენებლო ობიექტების ჭავჭავაძის გამზირზე ენგურჰესის თანამშრომლებისათვის საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც გამოირჩევა კონსტრუქციული სირთულის 24-30 მეტრამდე სიღრმის ბურჯების მოწყობით კლდის ფენებში; ასევე მონაწილეობდა პარფიუმერიის, ნაყინის, იუველირების ფაბრიკების, "დინამო" სტადიონის, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაში; დაჯილდოებულია მედლებითა და საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 230-231

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: