The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კირთაძე

შალვა კირთაძე
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1968  (57 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი 1993 წელს; ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2005 წელს; აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 2005 წელს.

1995-1997წწ. საერო ინსტიტუტ "გელათი"-ს მოსამზადებელი ფაკულტეტის დეკანი; 2001 წლიდან - დღემდე ქუთაისის სამართლის და ეკონომიკის უნივერსიტეტის მასწავლებელი; 2002 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის მასწავლებელი; 1999-2010წწ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი; 2007-2010წწ. ქუთაისის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი; 2010 წლიდან არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. 2023 წლის 22 თებერვალს არჩეულ იქნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მათემატიკის დოქტორი.

წყარო: აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: