The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ჯაფარიძე

ზაზა ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ატენი, გორის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (1997), თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის სკოლის ძირითადი საოფიცრო კურსები (2004), ესტონეთის არმიის შუალედური სამეთაურო-საშტაბო კურსი (2009), ბალტიის თავდაცვის კოლეჯის გაერთიანებული ძალების სამეთაურო და გენერალური შტაბის კურსი (2010), ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი და მიენიჭა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მაგისტრის ხარისხი (2015); გავლილი აქვს სხვადასხვა კურსები - უკრაინაში, დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, გერმანიასა და ფინეთში. 1991 წლიდან მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. სხვადასხვა დროს მსახურობდა: ოცმეთაურად, ასეულის მეთაურად, ბატალიონის შტაბის უფროსად, ბრიგადის შტაბის უფროსად, ქვეითი ბატალიონის მეთაურად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ოპერაციების სამმართველოს G-3 ოპერაციების დაგეგმვის ოფიცრად, იმავე სამმართველოს დაგეგმვის განყოფილების უფროსად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს უფროსად. 2016 წლის დასაწყისში დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილედ. 2016 წლის 20 დეკემბერს დაინიშნა სსიპ "დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის" რექტორად. 1993-2008 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო ერაყში მშვიდობისა და აღდგენის ოპერაციებში, 2012 წელს მონაწილეობდა ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციაში (ISAF). 2015 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტი. 2018 წლის 12 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე "აფხაზეთის კონფლიქტის შიდა და გარე ფაქტორები". მინიჭებული ქვს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი. არის ერთი მონოგრაფიისა და რამოდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი. დაჯილდოებულია ხუთი მედლით. 

წყარო: სამხედრო კადრების სამჭედლო :თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე / მამუკა გოგიტიძე, ზაზა ჯაფარიძე.-თბ, 2018.- გვ.234 (dspace.nplg.gov.ge)

ბიბლიოგრაფია

  • სამხედრო კადრების სამჭედლო : თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე (ავტორი). - თბილისი, საქ. შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის ჯარების ლოჯისტ. უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრ. სამმართველოს სტამბა, 2018. - 242გვ.. - ISBN: 9789941804359

გააზიარე: