შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალის კარმაიკლ ჰარისი![]()
ბიოგრაფიაამერიკელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი-კავკასიოლოგი, პროფესორი. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. მუშაობდა ჯერ ვანდერბილტის (ტენესი), შემდეგ - ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში. იკვლევს ქართველურ (ქართულ, მეგრულ, სვანურ) და მთის კავკასიურ (უდიურ) ენებს. ავტორია მონოგრაფიებისა: "ქართული სინტაქსი: რელაციური გრამატიკის თვალსაზრისით", Cambridge, 1981; "დიაქრონიული სინტაქსი. ქართველური ბრუნვა".- "სინტაქსი და სემანტიკა", 18, New Yourk, 1985; "ისტორიული სინტაქსი ენათა გადაკვეთის პერსპექტივაში" (ლილ კამპბელთან ერთად), Cambridge, 1995. ქართველურ-კავკასიურ ენათა შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებს შორის აღსანიშნავია: "რიცხვში შეთანხმება თანამედროვე ქართულში", 1978; "ერგატივიდან აქტივისაკენ ქართულში", 1982; "კითხვითობა. ქართული ენა", 1984; "სერიის ნიშნების წარმომავლობისათვის ქართველურ ენებში", 1984; "არტიკლისაგან ნაწარმოები ბრუნვები ქართველურ ენებში და ენობრივი უნივერსალიები", 1988; "ქართველურ ენათა ისტორიის მიმოხილვა", 1991; "მეგრული", 1991 (ყველა ინგლისურად) და სხვ. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.612 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |