The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალის კარმაიკლ ჰარისი

ალის კარმაიკლ ჰარისი
Date of birth:23 November, 1947  (77 years)
Category:Linguist

Biography

ამერიკელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი-კავკასიოლოგი, პროფესორი.

დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. მუშაობდა ჯერ ვანდერბილტის (ტენესი), შემდეგ - ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში. იკვლევს ქართველურ (ქართულ, მეგრულ, სვანურ) და მთის კავკასიურ (უდიურ) ენებს. ავტორია მონოგრაფიებისა: "ქართული სინტაქსი: რელაციური გრამატიკის თვალსაზრისით", Cambridge, 1981; "დიაქრონიული სინტაქსი. ქართველური ბრუნვა".- "სინტაქსი და სემანტიკა", 18, New Yourk, 1985; "ისტორიული სინტაქსი ენათა გადაკვეთის პერსპექტივაში" (ლილ კამპბელთან ერთად), Cambridge, 1995. ქართველურ-კავკასიურ ენათა შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებს შორის აღსანიშნავია: "რიცხვში შეთანხმება თანამედროვე ქართულში", 1978; "ერგატივიდან აქტივისაკენ ქართულში", 1982; "კითხვითობა. ქართული ენა", 1984; "სერიის ნიშნების წარმომავლობისათვის ქართველურ ენებში", 1984; "არტიკლისაგან ნაწარმოები ბრუნვები ქართველურ ენებში და ენობრივი უნივერსალიები", 1988; "ქართველურ ენათა ისტორიის მიმოხილვა", 1991; "მეგრული", 1991 (ყველა ინგლისურად) და სხვ.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.612

Bibliography


Share: