The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი სიხარულიძე

გიორგი სიხარულიძე
Date of birth:5 June, 1938  (86 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მახარაძე (ქ. ოზურგეთი).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1961 წელს.

1961-1969წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" №1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1975წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ოქტომბრის (ჩუღურეთის) სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის განყოფილების მთავარ ინჟინრად; 1971 წლიდან გადაყვანილ იქნა ამავე რაიონის საბინაო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, შემდეგ კი საბინაო სამმართველოს უფროსად; 1975-1985წწ. მუშაობდა კვების მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობისა და დაპროექტების განყოფილების უფროსის მოადგილედ; შემდეგ იყო ამავე სამმართველოს საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი; 1977 წლიდან მუშაობდა ამავე სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "საქკონსერმრეწვის" კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1986-1988წწ. იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის კაპიტალური მშენებლობისა და რეკონსტრუქციის მთავარი სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ასევე ამავე სამმართველოს მშენებლობისა და "მშენინდუსტრიის" საწარმოო განყოფილების უფროსი; 1988 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "საქაგრომრეწვის" მშენებარე საწარმოთა გაერთიანებულ დირექციაში საგეგმო-საწარმოო განყოფილების უფროსად, სადაც მუშაობდა 1997 წლამდე; 1998-2012წწ. მუშაობდა ს.ს. "გლობალ ერთში" სამეურნეო სამსახურის სპეციალისტად; იყო ქ. თბილისის ოქტომბრის სახელობის რაიონული საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს კვების მრეწველობისა და აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 231-232


Share: