The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სკამკოჩაიშვილი

გიორგი სკამკოჩაიშვილი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1985 წელს.

1985-1987წწ. მუშაობდა მახარაძის (ოზურგეთის) რაიონის №3 სამშენებლო სამმართველოს ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინრად; 1987-1990წწ. იყო სამშენებლო სამმართველო "სამთოქიმმშენი"-ს სამუშაოთა მწარმოებელი; 1990 წელს დაინიშნა სამშენებლო სამმართველო "სამთოქიმმშენის" უფროსად; 2002-2004წწ. მუშაობდა შპს "სამთა+"-ის ინჟინერ-კონსტრუქტორად; 2004-2013წწ. იყო სამშენებლო ფირმა "სამთა+"-ის დირექტორი; 2013-2017წწ. მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის "კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრის" დირექტორად; 2017 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის "სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების ცენტრის" დირექტორია; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა, მათ შორის: ოზურგეთის მაღაროთა სამმართყველოს ტრაქიტების ქარხნის, ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოს სავაჭრო ცენტრის, პანსიონატ "მთის ბროლის" საცხოვრებელი სახლის დაბა ურეკში, ეროვნული ბანკის ოზურგეთის ფილიალის შენობის, შპს "მაგთიკომის" ოზურგეთის ფილიალის ოფისის შენობის, ს.ს. "ბჟუჟჰესის" სასტუმრო კომპლექსის ქ. ოზურგეთში და სხვა; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის საქმეში, კერძოდ, საბავშვო ბაღების, ხიდების, სოფლის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, ელექტროგანათების ქსელების, წყალმომარაგების სათავე ნაგებობებისა და ქსელების მშენებლობაში და სხვა; მისი მონაწილეობით განხორციელდა ქ. ოზურგეთის განაშენიანების გეგმის საფუძვლების მომზადება და გენერალური გეგმის დამუშავება; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 232-233


გააზიარე: