The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბრაიან ჯორჯ ჰიუიტი

ბრაიან ჯორჯ ჰიუიტი
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დონკასტერი (ინგლისი).

დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი (ინგლისი) 1973 წელს; 1979-1980წწ. - სტუდენტთა გაცვლის პროგრამით სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგროვებდა მასალას დისერტაციისთვის ძველ ქართულ ენასა და სვანურ ენაზე; 1981-1988წწ. კითხულობდა ლექციებს ჰალის უნივერსიტეტიში (ინგლისი); 1982 წლიდან - კებრიჯის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი; 1988 წლიდან ლონდონის უნივერსიტეტში კავკასიური ენების პედაგოგი; 1995 წლიდან - სოხუმის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; 1996 წლიდან - კავკასიური ენების პროფესორი; 1997 წლიდან - ბრიტანეთის აკადემიის მეცნიერ-მუშაკი; 1998 წლიდან - ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმდოცნეობისა და აფრიკათმცოდნეობის სკოლის (SOAS) პროფესორი. ავტორია მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და სტატიებისა. გამოქვეყნებულია ცალკე წიგნებად "აფხაზური ენა", ზ. ხობასთან ერთად - LDS (Lingua Descriptive Suties), vol. 2, 1979; "დაქვემდებარების ტიპოლოგია ქართულსა და აფხაზურში", Berlin; "ქართული ენა: სტრუქტურულ მიმართებათა გრამატიკა", Amsterdam/Philadelphia/London; "ქართული ენა: გრამატიკა შემსწავლელისთვის", Amsterdam/Philadelphia/London; "ქართული ენა: გრამაქტიკა შემსწავლელისთვის", London an New York, 1996;  "ქართული საკითხავი. ტექსტებით, თარგმანითა და ლექსიკონით", London, 1996. რეცენზიებიდან მნიშვნელოვანია რეცენზია ა. ჰარისის წიგნზე: Diachronic syntax: the Kartvelian case, 1987. 1980-იან წლებში აქვეყნებდა აგრეთვე ქართული მხატვრული პროზის (ვაჟა-ფშაველას მოთხრობები) ინგლისურ თარგმანებს. ინგლისელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.614; კავკასიის რეგიონის სამეცნიერო ქსელი: caucasus-mt.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია, საპატიო წევრი (1997-)
  • საერთაშორისო ჩერქეზული ასოციაცია, საპატიო წევრი (1997-)

გააზიარე: