შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ სოსელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1958 წელს. 1958-1963წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქტყემრეწველპროექტში" საგზაო ტოპოგრაფიული განყოფილების ინჟინრად; 1963-1972წწ. იყო მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972-2007წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1965-1973წწ. პარალელურად, შეთავსებით კითხულობდა ლექციებს ქ. თბილისის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში "მასალათა გამძლეობის" კურსის პროგრამით; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1977 წელს; 1974-1999წწ. შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თვითმფრინავმშენებლობის ფაკულტეტზე (შემდგომ საავიაციო ინსტიტუტი), მიჰყავდა საგანი "საფრენი აპარატების სიმტკიცე და საიმედობა", პედაგოგ-დოცენტის სტატუსით; 1982-2006წწ. იყო სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; გამოქვეყნებული აქვს 23 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხებოდა კომპოზიტური მასალების მექანიკური მახასიათებლების კვლევას სტატიკური და დინამიკური ზემოქმედებისას, სტატისტიკურ ასპექტში, რაც გულისხმობს სიმტკიცისა და ხანგამძლეობის ფუნქციათა კვლევას; 1971-1987წწ. ხელმძღვანელობდა სახელშეკრულებო თემებს, საავიაციო მრეწველობაში კონსტრუქციული კომპოზიტური მასალების დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტსა და ქ. მოსკოვის საავიაციო მასალებისა და მანაქანათმშენებლობის ინსტიტუტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; 1989-1991წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქველმოქმედო სამშენებლო რაზმ "აკადემიის" კოორდინატორი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია აჭარის სტიქიით დაზარალებულ და საჩხერის რაიონის მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას; ასევე იყო საქველმოქმედო საზოგადოება "სამცხე-ჯავახეთის" თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საზოგადოება "მემორიალის" გამგეობის წევრი და თავმჯდომარე (1992-2018წწ.); მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 233-234
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |