შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრია ზუბალაშვილი![]()
ბიოგრაფიაანდრია ზუბალაშვილი XVIII საუკუნის მეორე ნახევრისათვის გორში ითვლებოდა ცნობილ მოქალაქედ. მას ახლოს იცნობდნენ მეფე ერეკლე, ანტონ კათალიკოსი და სხვა წარჩინებული პირები, რომლებიც გორში სტუმრობისას ანდრიას აუცილებლად მოინახულებდნენ თურმე. ზოგჯერ ანდრია თავადაც იწვევდა ოჯახში ამ საპატიო სტუმრებს და შესაფერის ნადიმს უმართავდა. ანდრია ძალიან ჭკვიანი და ღირსეული ადამიანი ყოფილა. მართალია, მეფე-დიდებულები განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ, მაგრამ მას ამ მდგომარეობით არასოდეს უსარგებლია. "ანდრია, მეფეს სთხოვე თავადიშვილობა გიბოძოს, ურჩიეს ანდრიას სახლიკაცებმა. არა, ბატონებო, მე სადილზე მოსამსახურეობის თავი არა მაქვს. მის უმაღლესობას სადილზედ ყოველთვის თავად-აზნაურები ემსახურებიან და მე კი ასეთ ტვირთს ვერ ავიტან. მეფე და მეფის ძენი იქამდის მწყალობელნი არიან ჩვენი, რომ ამ პატივისცემის გარდა მე სხვა ამაღლება არ მჭირია (ზ. ჭიჭინაძე, ისტორია ზუბალაშვილების გვარისა, გვ. 103). თბილისსა და გორში მცხოვრები კათოლიკე ზუბალაშვილები უკვე XVIII საუკუნეშივე იყვნენ ცნობილი ღარიბთა შეწყალებით, სხვა კეთილი საქმეებით. მაგალითად, ანდრიას 1775 წელს თბილისში ღარიბთა დასახმარებლად მოუწყვია სამათხოვრო სახლი, რისთვისაც დიდძალი თანხა შეუწირავს (ზ. ჭიჭინაძე) ანდრია გარდაცვლილი უნდა იყოს დაახლოებით 1793 წელს. ქველმოქმედი. ანდრია ივანეს ძე ზუბალაშვილი. წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.36 (dspace.nplg.gov.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |