The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ არსენიშვილი

არჩილ არსენიშვილი
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1989  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა  მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით; ასპირანტურა 1952 წელს.

მუშაობდა მოსკოვის ლითონსაჭრელი ჩარხების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1941 წელს საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სისტემაში; 1947 წელს ნახშირმჟავას ქარხნის ტექნოლოგი; 1950 წელს კვების მრეწველობის სამინისტროს ინჟინერი; 1955-1957წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1957-1989წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის განყოფილების გამგე. ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში სხვა საკითხებთან ერთად მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ავტონომიური ელექტროენერგეტიკული სისტემის დამუშავებზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და მიღებული აქვს 2 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.19

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ოქროს მედალი)

გააზიარე: