The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დი ენ ჰოლისკი

დი ენ ჰოლისკი
Date of birth:12 December, 1948  (76 years)
Category:Linguist

Biography

დაამთავრა ჩიკაგოს უნივერსიტეტი (აშშ).

იკვლევს ქართველურ (ქართულ, ჭანურ) ენებსა და მთის კავკასიურ (ბაცბურ) ენებს. ამჟამად მუშაობს ვაშინგტონის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში. ავტორია მონოგრაფიისა "Aspect and Georgian medial verbs", New York. (ქართული თარგმანი დაიბეჭდა 2000 წელს). გამოკვლევებიდან რომლებიც ქართველურ-კავკასიურ ენებს ეხება, აღსანიშნავია: "სტატიკური ზმნები ქართულსა და სხვაგან", 1978; "ასპექტის თეორია და ქართული ასპექტი", 1981; "გარდაუვალი ზმნის სუბიექტის ბრუნვა წოვათუშურში (ბაცბურში)", 1987; "ლაზური" (სერია: კავკასიის მკვიდრთა ენები), 1991 (ყველა ინგლისურად); გამოცემული აქვს (ე. ქადაგიძესთან ერთად) წოვათუშური ტექსტები. რედაქტორია (კევინ ტუიტთან ერთად) კრებულისა, რომელიც ეძღვნება პროფ. ჰოუარდ ი. არონსონს: Current Trends in Caucasian, East European and Inner Asian Linguistics. Papers in honor of Howard I. Aronson (Edited Dee Ann Holisky, Kevin Tuite). Amsterdam-Philadelphia, 2003. ამერიკელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.615


Share: