შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ არჯევანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტრქნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვის სპეციალობით, სამთო ინჟინრის კლასიფიკაციით 1957 წელს ასპირანტურა 1958 წელს. 1957-1960წწ. მუშაობდა ყაზახეთის რესპუბლიკაში "აქტიუბნავთობგაზძიების" სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1960-1963წწ. ტრესტ "საქნავთობის" გომბორის უბნის უფროსი; 1963- 1965წწ. წითელწყაროს ბურღვის კანტორის დირექტორის მოადგილე ბურღვის დარგში; 1965-1967წწ. ტრესტ "საქნავთობის"დასავლეთ საქართველოს ბურღვის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1967-1975წწ. ტრესტ "საქნავთობის" მთავარი ინჟინერი, მმართველის მოადგილე; 1875-1983წწ. ს/გ "საქნავთობის" გენერალური დირექტორის მოადგილე ბურღვის დარში. მიღებული ჰქონდა სხვადასხვა ჯილდოები-ორდენები, მედლები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.20 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |