შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედიშერ არჯევანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1962 წელს. 1952-1967წ. ბრატსკისჰესის, ნაგლუჰესის (ავღანეთი), ასუანისჰესის (ეგვიპტე) მშენებლობაზე ჯგუფის ხელმძღვანელი, უბნის უფროსი, ფილტრაციის საწინაღო ფარდების მთავარი ტექნოლოგი; 1968-1974წწ. სსრკ "სახმშენ"-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიწისქვეშა ნაგებობებისა და საფუძვლების უმცროსი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1975-1977წწ. სსრკ ენერგეტიკის სამინისტროს საკავშირო გაერთიანება "Загранэнергостроймонтаж"-ის ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1978-1991წწ. სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის მინისტრის თანაშემწე ჰიდროსადგურებში; 1986 წელს მონაწილეობა მიიღო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო საქმიანობაში; 1991-1992წწ. კორპორაცია "Росэнергострой"-ის საქმეთა მმართველი; 1992-1994წწ. Рао "ЕЭС Россия"-ის საქმეთა მმართველის მოადგილე, ინსპექციის უფროსი. დაამუშავა გრუნტების ფილტრაციის საწინაღო შემჭიდროებებისა და დამაგრებების თეორია პრაქტიკაში დანერგვით ასუანის კაშხლისა და მოსკოვის ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობებზე. კურირებდა ისეთი მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობებს, როგორიცაა ენგურჰესი, ზაგორსკის ჰესი, ლენინგრადის წყალდიდობისაგან დაცვის და სხვ.; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიტატი (1972). იყო "რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის" დამსახურებული მუშაკი (1996), "ენერგეტიკის ვეტერანი" (1999); "საპატიო ჰიდროენერგეტიკოსი" (2002); 30 სამეცნიერო სტატიის ავტორი; მიღებული აქვს 5 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.20-21
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |