The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სულაძე

გიორგი სულაძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1981 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტურა სამშენებლო კონსტრუქციებისა და შენობა-ნაგებობების განხრით 1987 წელს.

1981-1997წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი"), ინჟინრის, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე; 1997 წლიდან მუშაობს საპროექტო ინსტიტუტ "საქბინრემპროექტში" და მის ბაზაზე შექმნილ ფირმებში: შპს "საქბინრემპროექტი", შპს "ივერკონტრაქტი" და შპს "ჯეოგლობაი" პროექტის მთავარ ინჟინრად; სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობის პერიოდში დამუშავებული აქვს და ავტორია 2 გამოგონების; გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო სტატია; მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავებულია მრავალი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და გამაგრების პროექტები; მათ შორის: გოეთეს სახელობის სასწავლო ინსტიტუტის (ყოფილი გერმანიის საელჩო) მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის რეკონსტრუქციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემიის შენობის გამაგრების; აგრეთვე მრავალი საცხოვრებელი სახლისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების გამაგრება, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტები - ძველი თბილისის ზონაში, ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიკრორაიონებში, მესამე მასივისა და აეროპორტის დასახლებებში და სხვა; მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი, პროფესიული პრაქტიკული საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1990 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 234-235


გააზიარე: