The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ სუმბულაშვილი

ავთანდილ სუმბულაშვილი
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული ფაკულტეტი და მიენიჭა არქიტექტორის კვალიფიკაცია 1974 წელს.

1974-1990წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1990-1998წწ. მუშაობდა საპროექტო ბიურო "კულტპროექტის" მთავარ არქიტექტორად; პარალელურად 1990-1996წწ. იყო შპს "ადრ"-ის (არქიუტექტურა, დიზაინი, რეალიზაცია) დიექტორი; 1996-1998წწ. შპს "სდქ"-ს დირექტორი; 1998-1999წწ. მუშაობდა თურქეთში, თურქული სამშენებლო კომპანია "იაფიგუჩაჯარ"-ის მიწვევით, შემდეგ წლებში მუშაობდა შპს "არქდიზაინ სტუდია+"-ში; 2016 წლიდან მუშაობს შპს "არქიტექტონიკა-777"-ს დირექტორად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულია მრავალი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტი, მათ შორის: საქართველოს მინისტრთა საბჭოს სასტუმრო სახლები და მარანი, ალ. ჭავჭავაძის სახელობის პარკის ტერიტორიაზე სოფ. წინანდალში, საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" ადმინისტრაციული  შენობა ძნელაძის ქუჩაზე, საკოლმეურნეო ბაზრის რეკონსტრუქცია "კოლმეურნეობის" მოედანზე, გეოლოგიური ფონდის ადმინისტრაციული შენობა, გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის რეკონსტრუქცია, ტერენტი გრანელის სახლმუზეუმი დ. წალენჯიხაში, სასტუმრო "პულკოვსკაიას" შენობაში არსებული რესტორნისა და შიდა ეზოს რეკონსტრუქცია ქ. სანქტ-პეტერბურგში, შპს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" ადმინისტრაციული შენობა, საფეხმავლო "ბეწვის ხიდი"-ს მდ. მაშავერაზე ბოლნისის რაიონში, "ვარდების ბაღი"-ს ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტის რეკონსტრუქცია, საპროექტო სტუდიის შენობა მანსარდით, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სარეპეტიციო და საკონცერტო დარბაზი დ. აღმაშენებლის გამზირზე, "სასწავლო-სავარჯიშო ცენტრ ბაკურიანის" სასტუმრო დ. ბაკურიანში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ქ. თბილისში, საგურამოში, ქ. ანკარაში. ქ. იზმირში და სხვა; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ რესპუბლიკურ და საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსებში, დიზაინერულ, საკვლევ-საძიებო და აზომვით სამუშაოებში; არის კონკურსების გამარჯვებული და ლაურეატი, საერთაშორისო კონგრესებისა და სიმპოზიუმების მონაწილე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 235-236


გააზიარე: