შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ავალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს; ამავე ფაკულტეტის უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრის ასპირანტურა 1965 წელს. 1963 წლიდან იყო "ვაჟა ფშაველას კაბინეტის" მუდმივმოქმედი სემინარის წევრი და თუშ-ფშავ-ხევსურეთში ექსპედიციათა ("ვაჟა ფშაველას ნაკვალევზე,") უცვლელი მონაწილე; 1966-1990წწ. "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" სამეცნიერო რედაქციის დაარსებიდან მუშაობდა ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში უმცროსი, შემდეგ უფროსი სამეცნიერო რედაქტორის თანამდებობაზე (კურირებდა ქართულ ლიტერატურას); 1970-1973წწ. უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრის მიწვეული ლექტორის რანგში კითხულობდა სპეციალურ კურსს - "XX საუკუნის 10-20-იანი წლების ქართული ლიტერატურული დაჯგუფებანი"; 1990 წლიდან იგი შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის სამეცნიერო განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელია; 1966 წლიდან მისი გამოკვლევები, კრიტიკული წერილები და პუბლიცისტური ესეები იბეჭდება ქართულ პერიოდიკაში; გამოქვეყნებული აქვს სამასამდე სტატია; დღესაც სისტემატურად თანამშრომლობს სამეცნიერო გამოცემებსა თუ ლიტერატურულ ჟურნა-გაზეთებში. პირველი "ქართული საბჭოთა 11-ტომიანი უნივერსალური ენციკლოპედიის" გამოცემაში დიდი წვლილისათვის დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1987). ლიტერატურის ისტორიკოსი, ესეისტი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პაოლო იაშვილის ცხოვრება და შემოქმედება", დაიცვა 1969 წელს. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.160 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |