The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლალი ავალიანი

ლალი ავალიანი
Date of birth:20 July, 1939  (85 years)
Category:Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს; ამავე ფაკულტეტის უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრის ასპირანტურა 1965 წელს.

1963 წლიდან იყო "ვაჟა ფშაველას კაბინეტის" მუდმივმოქმედი სემინარის წევრი და თუშ-ფშავ-ხევსურეთში ექსპედიციათა ("ვაჟა ფშაველას ნაკვალევზე,") უცვლელი მონაწილე; 1966-1990წწ. "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" სამეცნიერო რედაქციის დაარსებიდან მუშაობდა ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში უმცროსი, შემდეგ უფროსი სამეცნიერო რედაქტორის თანამდებობაზე (კურირებდა ქართულ ლიტერატურას); 1970-1973წწ. უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრის მიწვეული ლექტორის რანგში კითხულობდა სპეციალურ კურსს - "XX საუკუნის 10-20-იანი წლების ქართული ლიტერატურული დაჯგუფებანი"; 1990 წლიდან იგი შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის სამეცნიერო განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელია; 1966 წლიდან მისი გამოკვლევები, კრიტიკული წერილები და პუბლიცისტური ესეები იბეჭდება ქართულ პერიოდიკაში; გამოქვეყნებული აქვს სამასამდე სტატია; დღესაც სისტემატურად თანამშრომლობს სამეცნიერო გამოცემებსა თუ ლიტერატურულ ჟურნა-გაზეთებში. პირველი "ქართული საბჭოთა 11-ტომიანი უნივერსალური ენციკლოპედიის" გამოცემაში დიდი წვლილისათვის დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1987). ლიტერატურის ისტორიკოსი, ესეისტი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პაოლო იაშვილის ცხოვრება და შემოქმედება", დაიცვა 1969 წელს.   

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.160

Member of Organizations

  • ალმახან "მწიგნობარის", წევრი
  • ჟურნალ "კრიტიკის" რედკოლეგიის, წევრი

Awards and Honors

  • 2013 - პრემია "საგურამო" (ნომინაცია - კრიტიკა)

Bibliography


Share: