შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ხელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს. სწავლობდა კლინიკურ ორდინატურაში იმავე ინსტიტუტის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის კათედრაზე. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1983 წელს, ხოლო სადოქტორო - 1990 წელს. სტაჟირება აქვს გავლილი მოსკოვის, კიევის, რომის, ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, პეტერბურგის, კაიროს, ტოკიოსა და კრიტიკული მედიცინის სხვა წამყვან კლინიკებში. 1978 წლიდან - აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაცია-ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმი; 1983 წლიდან - ვ. ბოჭორიშვილის სახელობის რესპუბლიკის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის რეანიმაციის სამსახურის უფროსი; 2001 წლიდან - კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ასევე წარმართავდა თბილისის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაზარალებულთა (1989) და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული სამხედრო კონფლიქტების დროს დაჭრილ მეომართა მკურნალობის პროცესს ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში. 1991 წელს მის მიერ დაფუძნებულია კატასტროფათა მედიცინის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც 1994 წელს რეორგანიზებული იყო საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტად და იგი ამ ორგანიზაციის დირექტორად მუშაობს. 2001 წლიდან - აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ნაციონალური სამედიცინო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2001 წლიდან - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი და 2015 წლიდან - ექსპერტი კრიტიკულ მედიცინაში; 1983 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის "ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის" კათედრის ასისტენტი; 1988 წლიდან - დოცენტი; 1994 წლიდან - პროფესორი და კათედრის გამგე. 2001-2016წწ. - ამავე ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის და კატასტროფათა მედიცინის კათედრის გამგე, და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის ასევე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი (2001), სასერტიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე (2001) და უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსების ხელმძღვანელი (2003) კრიტიკულ მედიცინაში. 1978 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის "ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის" კათედრის რეანიმატოლოგიის საპრობლემო ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ- თანამშრომელი; 1988 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2005 წლიდან - რეფერირებადი და რეცენზიერებადი სამეცნიერო ჟურნალის "Critical Care&Catastrophe Medicine" რედაქტორი; 2017 წლიდან - ჟურნალ "საქართველოს ქირურგიის მაცნეს" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2017 წელს - მსოფლიოს აკადემიათაშორისო თანამშრომლობა ჯანმრთელობისათვის პირველი სამუშაო შეხვედრის თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია; მონაწილეობა აქვს მიღებული 100-მდე კონგრესის, კონფერენციისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიების მუშაობაში; არის 801 სამეცნიერო ნაშრომის, 6 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოს და 31 გამოგონების, პატენტის, რაციონალური წინადადების და მეთოდური რეკომენდაციის ავტორი. ითვლება კრიტიკული მედიცინის სამსახურის ერთ-ერთ დამფუძნებლად. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი. წყარო: საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია: amsg.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |