The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო დოლიძე

ნინო დოლიძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა 1998 წელს.

2001-2006წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, არაბული ენის მასწავლებლად; 2006-2012წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი; 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი. არის 60-მდე ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.163

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - პრემია "საგურამო" (ნომინაცია - თარგმანი)

ბიბლიოგრაფია

  • მე ვნახე რამალა : მემუარები / მურიდ ალ-ბარღუთი ; არაბ. თარგმნა და განმარტებანი დაურთო ნინო დოლიძემ (მთარგმნელი). - თბილისი, ჩვენი მწერლობა, 2014. - 236გვ.. - ISBN: 9789941073755

გააზიარე: