შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა სუმბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული ფაკულტეტი და მიენიჭა არქიტექტორ-მხატვრის კვალიფიკაცია 1954 წელს. 1954-1963წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში", სამოქალაქო ნაგებობათა პროექტირების განყოფილებაში არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1964-2005წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" პროექტის მთავარ არქიტექტორად, არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელის მოადგილედ; მისი სააქციო საზოგადოება "საქქალაქმშენსახპროექტად" რეორგანიზაციის შემდეგ იყო მთავარი სპეციალისტი; 2006-2009წწ. მუშაობდა სამშენებლო კომპანია "არქსტუდია პ. მ."-ში პროექტის დირექტორის მოადგილის კონსულტანტად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი სამოქალაქო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის პროექტი, მათ შორის: კინოთეატრი 800 ადგილზე და სავაჭრო ცენტრი XXI მიკრორაიონში (ქ. რუსთავი), ხალხთა მეგობრობის გამზირის დეტალური დაგეგმარების პროექტი და ქ. რუსთავის პერსპექტიული განვითარების გენგეგმა (1981, ავტორთა ჯგუფთან), ფეიქართა კულტურის სასახლე 700 ადგილზე და ქ. გორის ქალაქგეგმარებითი პროექტი (2004, ავტორთა ჯგუფთან ერთად), დაბა ლენტეხის პერსპექტიული განვითარების გენგეგმა (ავტორთა ჯგუფთან), არაერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების მოშენების პროექტები და სხვა; არის მონაწილე რესპუბლიკური კონკურსების - "ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი სოფლისთვის", II პრემია (1973), ქ. თბილისის მეტროპოლიტენის სადგური "წერეთლის გამზირი", III პრემია (1974). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 236-237 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |