Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ სუხიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1951 წელს. 1951 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტი"-ს თბილისის ფილიალში, პერსპექტიული პროექტირების განყოფილებაში ინჟინერ დამპროექტებლად; 1958 წელს მუშაობდა "ენგურჰესის" მშენებლობის პროექტზე მომუშავე საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელად; მონაწილეობდა მდ. რიონის ენერგეტიკულად გამოყენების პროექტის შედგენაში, ასევე "ლაჯანურჰესის", "ნამახვანჰესის" და "თბილსრესი"-ს დაპროექტებაში; 1968 წელს დაინიშნა მდ. კოდორის ენერგეტიკულად გამოყენების პროექტის მთავარ ინჟინრად, აღნიშნული პროექტი წარმოდგენილ იქნა განსახილველად შესაბამის ინსტანციებში და მაღალი შეფასება მიიღო; დაჯილდოებულია სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს "საპატიო სიგელით" და სხვა საუწყებო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 237-238
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |