The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ტალახაძე

გიორგი ტალახაძე
დაბადების თარიღი:4 სექტემბერი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1991 წელს.

1991-1993წწ. მუშაობდა საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოს ინჟინრად; 1993-1996წწ. ამავე სამინისტროს ჯერ სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის სამმართველოს, შემდეგ სამშენებლო ინდუსტრიის, საშენ მასალათა მრეწველობისა და სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის სამმართველოს უფროს ინჟინრად; 1996-2001წწ. მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, სამშენებლო დარგის პერსპექტიული განვითარების სამმართველოს განყოფილების წამყვან ინჟინრად; 2002-2003წწ. ამავე სამმართველოს უფროსად; 2003-2004წწ. მშენებლობის და საშენი მასალების წარმოების სამმართველოს უფროსი იყო; 2004-2008წწ. მუშაობდა ჯერ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს სამშენებლო-საინჟინრო საკითხთა სამმართველოს უფროსად და შემდეგ კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი "არქმშენინსპექციის" უფროსად; 2011 წლიდან არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 240-241


გააზიარე: