The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იგორ ტიმჩენკო

იგორ ტიმჩენკო
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1958  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1979 წელს; ამავე ინსტიტუტის საზოგადოებრივი პროფესიების ფაკულტეტი სპეციალობით ტექნიკური თარგმნა (ფრანგული ენა) 1980 წელს; 1979-1982წწ. სწავლობდა მეცნიერება

1982-2006წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგი მშენებლობის განყოფილებაში, ჯერ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1999 წლიდან უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 2006-2014წწ. იყო შპს "ტრანსპროექტის" პროექტირების საინჟირო უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი ინჟინერი; 2015 წლიდან შპს "პროგრესის" მთავარი ინჟინერია; 2018 წლიდან მუშაობს ქ. თბილისის ილიას უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე; მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო პროექტებში NATO-ს, USAID-ის, EURASIA-ს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით; მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავებულია საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის პროექტები, მათ შორის: "ბათუმი პლაზა"-ს (2007-2008), სახლი აუზთან (2008), ახალი გლდანის კომპლექსის ქერჩის ქუჩაზე (2017); ასევე მონაწილეობდა შენობა-ნაგებობების ტექნიკური ექსპერტიზების ჩატარებაში, მზიდი კონსტრუქციების საანგარიშო ნაწილის ანალიზში სპორტის სასახლის, "დინამოს" საფეხბურთო სტადიონის (ამჟამად, "დინამო არენა"), "თბილისი ცენტრალის" (სარკინიგზო ვაგზალი), "პანორამა თბილისი"-ს, ბათუმის ტექნილოგიური უნივერსიტეტის მაღლივი შენობია, სანატორიუმი "პრავდა"-ს და შავი ზღვის სანაპირო ნაგებობების სარეკონსტრუქციო სამუშაოების (შპს "კავგიპროტრანსი" ქ. სოჭი) და სხვა; მონაწილეობდა სპიტაკის (სომხეთი) და რაჭის რეგიონის მიწისძვრის შედეგების ანალიზში; 2002 წელს ქ. თბილისის მიწისძვრის შედეგების ანალიზში, გრუნტის დინამიკური რეაქციის გაანგარიშებაში ქ. თბილისის ტერიტორიაზე და რუკების შედგენაში (გამოყენებითი, გეოფიზიკის, საინჟინრო სეისმოლოგიისა და ნაგებობათა სეისმური დაცვის ცენტრში, 2003); სამეცნიერო ინტერესთა სფეროს წარმოადგენს შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციების არაწრფივი დინამიკური რეაქციის საანგარიშო ანალიზი და გრუნტის სეისმური რეაქციის ანალიზი; მრავალწლიანი პროფესიული და სამეცნიერო შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით სამშენებლო კონსტრუქციები 1989 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 241-242


გააზიარე: