The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



უშანგი ფეიქრიშვილი

უშანგი ფეიქრიშვილი
Date of birth:14 August, 1934  (90 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1957 წელს.

1957-1963წწ. მუშაობდა კასაგორის მეტალურგიული ქარხნის (ტულის ოლქი, რუსეთი) კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროს ინჟინრად; საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1964-1968წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის ქიმიური ბოჭკოს მშენებარე ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროს ინჟინრად; 1968-1970წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენი"-ს სამშენებლო სამმართველო "ტრანსსპეცმშენის" მთავარი ინჟინერი; 1970-1973წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" რუსთავის სამმართველოს უფროსი; 1973-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენი"-ს მთავარ ინჟინრად, მმართველის მოადგილედ; 1980-1983წწ. მივლნებით მუშაობდა მონღოლეთის რესპუბლიკაში, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული "მთავარსაზღვარგარეთმშენი"-ს სამშენებლო სამმართველოს უფროსად, ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1983-2000წწ. მუშაობდა საქართველოს გაზიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქგაზმშენი"-ს მთავარ ინჟინრად, ტრესტის მმართველის მოადგილედ, საქართველოს გაზიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო:საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 245


Share: