The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატა ვარადა

ნატა ვარადა
ოფიციალური სახელი:ნატა ვარადაშვილი
დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გავაზი, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1995 წლიდან იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში; სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობაში. 2002 წლიდან მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საკანონმდებლო მაცნეში". 2012 წელს საზოგადოებრივი რადიო- 1-ის რადიოთეატრში დაიდგა მისი რადიოპიესა "ფოკუს-მოკუს-ფრრ" (რეჟისორი ზურაბ კანდელაკი), სადაც მთავარ როლს ასრულებს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე. რადიოპიესა "ფოკუს-მოკუს-frr" ხორვატიის რადიოპიესების საერთაშორისო კონკურსის (PRIX MARULIC-2013) ფინალისტია. მისი შემოქმედება მრავალწახნაგოვანია: წარმართული, მითოლოგიური და რელიგიური მოტივებით. გამოცემული აქვს წიგნები: "ერთი საათით გვიან", "დედის კერძი", "ამებური სიმღერებიდან" და "გამრავლების ტაბულა" და სხავა. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ და გერმანულ ენებზე. 

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.236; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.138

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - პრემია "საგურამო" (ნომინაცია - პოეზია)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: