Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიტალი ფრანგიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1970 წელს. 1970-1978წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1979-1997წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში, იყო შპს "ტარდვა"-ს დირექტორი, ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას სამშენებლო სფეროში, იყო მის მიერ დაფუძნებული საპროექტო ბიუროს ხელმძღვანელი; 1998-2006წწ. იყო ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურულ გეგმარებითი დავალების ჯგუფის ხელმძღვანელი; 2007-2012წწ. იყო საკონსულტაციო ცენტრ "გეოგრაფიკის" ურბანისტი; 2012-2013წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული მოძრაობა საქართველოში"-ს ექსპერტი, ასევე ქ. რუსთავისა და ქ. ფოთის ურბანული განვითარების სტრატეგიული გენგეგმის თანაავტორი; 2013-2014წწ. მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციების "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი"-ს და მდგრადი განვითარების ცენტრი "რემისის" ექსპერტად; ასევე იყო ქ. ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმისა და ისტორიული ზონის განვითარების კონცეფციის ავტორი; 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგია; ავტორია ურბანული პროექტების: ქ. მცხეთის დატალური დაგეგმარების გეგმის (1974-1975), ქალაქების: ბათუმის, სიღნაღის, ხაშურის, დუშეთის, ზუგდიდის, სამტრედიის, მარნეულის, ჩოხატაურის, ცაგერისა და ამბროლაურის განვითარების გენერალური გეგმების (1977-2007); თანაავტორია: საქართველოს განსახლების რეგიონული საქმის (1979), ძველი და ახალი გუდაურის, უძოს სპორტულ-სარეკრიაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმების, კურორტ გოდერძისა და ჰაწვალის განაშენიანების გენერალური გენგეგმების, მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის და სხვა; მონაწილეობა აქვს მიღებული არქიტექტორულ კონკურსებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. წყარო:საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 246 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |