შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი აუცე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს, ასპირანტურა 1955 წელს. 1956 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში უმცროსი მეცნიერ თანამშრომელად; 1967-1972წწ. ჰიდროტექნიკისა და ჰიდროენერგეტიკული დანადგარების ლაბორატორიის გამგედ; იკვლევდა საკითხებს ენერგეტიკულ სისტემებში მომუშავე ჰესების ოპტიმალური რეჟიმის შერჩევაზე, ჰიდროტურბინების ტექნიკური მდგომარეობის დადგენაზე მათი ნატურაში დადგენის გზით, ექსპლუატაციაში მყოფი ჰესების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და დანადგარების პერიოდულად შემოწმებისა და სათანადო ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციის გაცემაზე მათი საიმედო მუშაობის მიზნით. ჰქონდა გამოკვლევები ხრამჰესის წყალსაცავის მუშაობის, რიონჰესის, ლაჯანურჰესის, სოხუმჰესის და სხვ. ობიექტების წყალგაუმტარიანობის გაზრდის საკითხებზე, რომელთა დანერგვამ ხელი შეუწყო ენერგოობიექტების ენერგეტიკული სიმძლავრეების გაზრდას. 1972 წელს სამუშაოდ გადავიდა ქ. მოსკოვში, წყლის პრობლემების ინსტიტუტში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1961). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 23-24
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |