შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ფურცელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1959 წელს. 1959-1962წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ოფიცრის რანგში; 1963-1966წწ. მუშაობდა სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს ქუთაისის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1967-1970წწ. იყო ქუთაისის საშენმასალათა კომბინატის დირექტორი; 1970-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის №9 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1985-1996წწ. მუშაობდა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის დირექტორად და სამშენებლო - სამონტაჟო სამმართველო "ინჟმშენი"-ს უფროსად; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობის პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით ქ. ქუთაისში და დასავლეთ საქართველოს რაიონებში აშენდა მრავალი საცხოვრებელი სახლები, სამრეწველო, კულტურულ - საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტები; მრავალწლიანი წარმატებული პროფესიული საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 247
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |