Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ფურცელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1959 წელს. 1959-1962წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ოფიცრის რანგში; 1963-1966წწ. მუშაობდა სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს ქუთაისის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1967-1970წწ. იყო ქუთაისის საშენმასალათა კომბინატის დირექტორი; 1970-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის №9 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1985-1996წწ. მუშაობდა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის დირექტორად და სამშენებლო - სამონტაჟო სამმართველო "ინჟმშენი"-ს უფროსად; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობის პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით ქ. ქუთაისში და დასავლეთ საქართველოს რაიონებში აშენდა მრავალი საცხოვრებელი სახლები, სამრეწველო, კულტურულ - საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტები; მრავალწლიანი წარმატებული პროფესიული საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 247
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |