The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლაშა ქალდანი

ლაშა ქალდანი
Date of birth:16 May, 1972  (52 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1995 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 1999 წელს.

1996-2013წწ. მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სისტემაში მშენებლობის პროექტების, პროექტების ექსპერტიზის და ნაგებობათა აღდგენა-რეკონსტრუციის სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ (შპს) "მშენაღდგენა"-ში, ექსპერტად, კონსტრუქტორად; 2013-2016წწ. იყო სააქციო საზოგადოება "სპეცმონოლითის" მთავარი კონსტრუქტორი; 2016 წლიდან მუშაობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის საპროექტო განყოფილების ინჟინერ-კონსტრუქტორად; მონაწილეობა აქვს მიღებული სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტების დამუშავებაში, მათ შორის: ფარმაცევტული ბაზის ადმინისტრაციული შენობის (ვაშლიჯვრის დასახლებაში), წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლის შენობის, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თაეატრის აღდგენა-გამაგრების სამუშაოების, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის აღდგენა-გამაგრების სამუშაოების, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის აღდგენა-გამაგრების სამუშაოების, სასტუმრო "ვეტცელის" რეკონსტრუქციისა და დაშენების, კ. გამსახურდიას სახლ-მუზეუმ "კოლხური კოშკი"-ს რეაბილიტაციის და სხვა; აკადემიკოს მ. ბედიაშვილთან და პროფესორ ა. სოხაძესთან თანაავტორობით დამუშავებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები აქტიურ სეისმურ რაიონებში მშენებლობის განხორციელებისათვის აუცილებლად გასათვალისწინებელ ღონისძიებებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ შენობა-ნაგებობათა მდგრადობის შენარჩუნებას 8 და 9 ბალიანი მიწისძვრის დროს, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული, ექსპლუატაციაში მყოფი, დეფორმირებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საკულტო შენობა-ნაგებობების ავარიულობის გამომწვევი მიზეზების, მათი ტექნიკური მდგრადობის განსაზღვრის, დეფორმაციათა დინამიკის გამოკვლევის, სეისმომედეგობისა და უსაფრთხოების ხარისხის დადგენისა და შეფასების პრინციპებს; წლების განმავლობაში იყო საქართველოს სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს ექსპერტი; არის მშენებელ ექსპერტთა საქართველოს ასოციაციის წევრი და მშენებლობის ექსპერტი.

წყარო:საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 248-249


Share: