შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაზონ თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფია1860-იან წლებში მუშაობდა თბილისის სახაზინო თეატრის დირექტორად; 1870-1875 წლებში იყო ქალაქის თავი (თბილისის მოურავი), მისი მმართველობის დროს შემოღებულ იქნა თბილისის თვითმმართველობა, საძირკველი ჩაეყარა მიხეილის სახელობის სახელოსნო სასწავლებელს: "იაზონ თუმანიშვილის მეთაურობით და საზოგადოების შემოწირულობების საფუძველზე თბილისს შეეძინა "ერთი დაუვიწყარი განძი - ქალაქის სახელოსნო სასწავლებელი, რომლითაც იაზონ თუმანიშვილმა სამუდამო სახსოვარი დასტოვა ტფილისის მოქალაქეთა გულში..." (ივერია 1893 №40). სერგეი საამოვმა იაზონ თუმანიშვილის გარდაცვალებას მიუძღვნა ლექსი, "გარდაცვალებული თავადი იაზონ თუმანოვისა უძღვნი ქებასა" (თ., 1883). ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.349 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |