Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგი ახალკაცი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1952 წელს. სწავლის პარალელურად მუშაობდა: "თელასში" დისპეჩერის თანაშემწედ; "თბილჰიდროენერგოპროექტში" ინჟინერ-დამპროექტემბლად; 1952-1955წწ. მონაწილეობდა ორთაჭალისა და შაორის ჰესების გაშვებაში; 1955 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში მშენებარე ბირთვული რეაქტორის წამყვან ინჟინრად; 1959 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტში ელექტრონიკის განყოფილრბის წამყვანი ინჟინერი; 1962 წელს სტაბილური იზოტოპების ქარხნის ავტომატიზაციასთან დაკავშირებული პროექტების მთავარი ინჟინერი; 1965 წლიდან მუშაობდა ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში: 1965-1971წწ. ელექტროენერგეტიკის განყოფილების გამგე; 1971-1976წწ. ლაბორატორიის გამგე; 1980 წელს მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ერთობლივი სამუშაოს "კრიორეზისტული კაბელის მოდელის მახასიათებლების კვლევა" შესრულებაში; 1981 წელს ხელმძღვანელობდა კრიოენერგეტიკულ ლაბორატორიას. არის 51 გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი, მათ შორის 10 საავტორო მოწმობის. დაჯილდოებული იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიტატი (1976). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 25-26 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |