The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შუქრი ქირია

შუქრი ქირია
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1935
გარდაცვ. თარიღი:2004  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ენერგეტიკოსის სპეციალობით 1958 წელს.

1958-1960წწ. მუშაობდა ფოთის გემთსარემონტო ქარხნის ზეინკალ-მემონტაჟედ; 1960-1961წწ. ზუგდიდის საკოლმეურნეობათაჭშორისო სამშენებლო ორგანიზაციის სამუშაოთა მწარმოებლად; 1961-1966წწ. მშენებარე ენგურჰესის კასკადის უფროს ინჟინრად; 1966-1967წწ. "საქჰიდროენერგომშენის" ტრესტის №5 ავტოსატრანსპორტო კოლონის უფროსად; 1967-1999წწ. იყო ენგურჰესის მშენებლობის დამხმარე საწარმოთა გაერთიანების გენერალური დირექტორი; დაჯილდოებული იყო საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 252

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: