Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პატრი დონ დიმიტრი თუმანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, სარატოვის კათოლიკეთა სასწავლებელში; დაამთავრა რომის კათოლიკეთა პროპაგანდის სკოლა. 1873 წელს აკურთხეს პატრად, მალევე აიყვანეს დეკანოზის ხარისხში. საქართველოში დაბრუნებისთანავე შეუდგა მოღვაწეობას ქართველ კათოლიკეთა საკეთილღეოდ - ქადაგებდა ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებას, სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვას, ქართულ ენაზე სწავლას და სხვ. ქუთაისში, კათოლიკურ ეკლესიასთან დააარსა სკოლა, რომლის შენობაც თავისი სახსრებით ააგო. შემდეგ ქუთაისიდან ოდესაში გადაიყვანეს საღვთო სჯულის მასწავლებლად, 1879 წელს დაბრუნდა თბილისში. პატრი დონ დიმიტრი თუმანიშვილი დაპირისპირებული იყო იმ კათოლიკე პატრებთან, რომლებიც ანგარების მიზნით და პირადი ინტერესების გამო უარყოფდნენ ქართულ ენაზე ქადაგებასა და სწავლას, რისთვისაც იგი 1887 წელს ისევ ოდესაში გააგზავნეს. მისი თაოსნობით ქართველ კათოლიკეთა მოსწავლეებისათვის გროვდებოდა ფულადი სახსრები, მან შეადგინა ქართული კატეხიზმო, რისთვისაც სომეხი კათოლიკეები დევნიდნენ; საკუთარი ხარჯით რუსულ ენაზე გამოსცა საეკლესიო ლიტერატურა და რელიგიური სახელმძღვანელოები. გარდაიცვალა ოდესაში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.29-30გვ. (dspace.gela.org.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |