Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეოდოსი ივანოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი. სანკტ-პეტერბურგში მიიღო სამხედრო-საინჟინრო განათლება. 1914 წლიდან, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში ოფიცრად. 1917 წლიდან, რუსეთის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ მსახურობდა "თეთრ არმიაში". ომის დროს ჩამოვიდა საქართველოში, სადაც გაიცნო და დაქორწინდა - ლიდია ვასილის ასულ ეფენდიზე, გურული აზნაურების - დუმბაძეების შთამომავალზე. 1920 წლისათვის, "თეთრი არმიის" ნაწილების აჭარიდან ევაკუაციის დროს, თეოდოსიმ მეუღლესთან ერთად ქობულეთში დარჩენა გადაწყვიტა. 1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ თეოდოსი ივანოვს ახალ რეჟიმთან შეგუება გაუჭირდა; მისი საინჟინრო განათლების წყალობით მან შეძლო ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობის დაწყება საწყლოსნო-საკანალიზაციო სამშენებლო ნაწილის გამგის თანაშემწედ, მაგრამ მას - როგორც რუსეთის იმპერიის და "თეთრი არმიის" ყოფილ ოფიცერს საბჭოთა რეჟიმი დევნიდა და ავიწროვებდა. პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს 1930 და 1931 წლებში. 1928 წელს ოჯახს ვაჟი - კონსტანტინე შეეძინა. უკანასკნელი დაპატიმრების შემდეგ მას სასაზღვრო ზონაში ცხოვრება აუკრძალეს და ოჯახი იძულებული გახდა სომხეთის სსრ-ში, ლენინაკანში (ამჟამინდელი გიუმრი) გადასახლებულიყო, სადაც მან მუშაობა დაიწყო "მაისის აჯანყების" სახელობის ხორცკომბინატის მთავარ მექანიკოსად. 1938 წლის 25 თებერვლის გამთენიისას, თეოდოსი ივანოვი კვლავ დააპატიმრეს თავის საცხოვრებელ ბინაში - ქალაქ ლენინაკანში. მას ბრალად წაუყენეს, რომ იყო "კონტრრევოლუციური ელემენტი, ჰქონდა კონტრრევოლუციური გამოხტომები პარტიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, იყო "პარაჟენცული" განწყობების მქონე და ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას". სომხეთის სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. "ტროიკა") თეოდოსი ივანოვს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1938 წლის 2 მარტს. დასაფლავების ადგილი უცნობია. ამჟამად, თეოდოსი ივანოვი ჯერ კიდევ არაა რეაბილიტირებული. წყაო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |