Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაურ ქობულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს. 1957 წლიდან მუშაობს მუშად მშენებლობაზე; 1966-1972წწ. სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1972-1973წწ. ქ. მახარაძის კომუნალურ საწარმოთა კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1973-1976წწ. ქ. მახარაძის სარემონტო-სამშენებლო სამმრთველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1976-1978წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 სამშენებლო ტრესტის №5 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1978-1996წწ. იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს №2 სარემონტო-სამშენებლო ტრესტის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1996 წელს არჩეულ იქნა ქ. ოზურგეთის მერად; 1998 წელს ქ. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარედ; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით მახარაძის რაიონში (ოზურგეთში) განხორციელდა მრავალი სამრეწველო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, მათ შორის: მაღაროთა სამმართველოს ფორმების ჩამოსასხმელი ორი ქარხნის, სოფელ მერიაში თხევადი გაზის ჩამოსასხმელი საწარმოს, ხილის შემფუთავი და წვენების ქარხნის, ქ. ოზურგეთის ლუდის ჩამოსასხმელი ქარხნისა და ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკის, სასტუმრო "გურიის" შენობის, სასკოლო შენობების ქ. ოზურგეთში, სოფელ კვირიკეთსა და მთის პირში, მე-18 არმიის სახელობის მუზეუმის შენობის, წყალსადენის ქსელის 2000 მ³ ტევადობის რეზერვუარის ქ. ოზურგეთში და სხვა; ქ. ოზურგეთის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ფართომასშტაბიანი სამუშაოები ქალაქის კეთილმოწყობისა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მიმართულებით; მისი ინიციატივითა და უშუალო ზედამხედველობით აშენდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ქ. ოზურგეთში; მრავალწლიანი პროფესიული შრომითი საქმიანობის, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 254
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |