The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილი ქუმსიაშვილი

ვასილი ქუმსიაშვილი
Date of birth:17 February, 1964  (61 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკა-ტელემექანიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია 1991 წელს.

1985-1989წწ. მუშაობდა ქ. თბილისის №86 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის ჯერ მთავარ ინჟინრად, შემდეგ უფროსად; 1989-1991წწ. მუშაობდა შპს "ავტოხიდმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად; 1991-1995წწ. მრავალდარგოვანი ფირმა "ხიდის" დირექტორად; 1996-2002წწ. იყო შპს "ერკოტას" მთავარი ინჟინერი; 2003-2011წწ. სამშენებლო კომპანია "მოდულის" მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოადგილე და დირექტორი; 2012 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია "ანაგის" ზონალური სამშენებლო წარმოების ხელმძღვანელად (მშენებლობის უფროსად); მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სამშენებლო კომპანია "ანაგში" მუშაობის პერიოდში აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა: მრავალფუნქციური კომპლექსი გ. კარტოზიას ქუჩაზე, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსი თამარაშვილის ქუჩაზე ქ. თბილისში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 255


Share: