შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1978 წელს. 1978-1982წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში; 1983-1997წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოში, ჯერ ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, ტექნიკურ ზედამხედველად, ხოლო შემდეგ ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1997 წლიდან მუშაობს სააქციო საზოგადოება "აჭარკაპმშენი"-ს მთავარ ინჟინრად; დიდი წვლილი აქვს შეტანილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარებისთვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის საქმეში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით XX საუკუნის ბოლო პერიოდში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აშენდა მრავალი საბინაო, კულტურულ-საგანმანათლებლო, კომუნალური და ინფრასტრუქტურული დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელთაც შექმნეს საფუძველი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 256
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |