შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიანა ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1987 წელს. 1987-2001წწ. მუშაობდა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურის განყოფილების საწარმოო ჯგუფის არქიტექტორად; 2001-2003წწ. იყო ქ. ბათუმის გამგეობის მთავარი არქიტექტორი; 2003-2005წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის, არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის მთავარ სპეციალისტად; 2005-2006წწ. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის სანებართვო განყოფილების უფროსად; 2006-2007წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2008-2019წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მშენებლობის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად და საპროექტო ფირმა "კონსტრუქტორი-21"-ის არქიტექტორად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა მრავალი საბინაო, კომუნალური, კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტის დაპროექტება და მშენებლობა; მათ შორის: სასულიერო გიმნაზიის ახალი კორპუსის, სასტუმრო "ლაითპალასის", სასტუმრო "შერეკილების", მთელი რიგი საცხოვრებელი სახლების ქ. ბათუმში, საჯარო სკოლების აჭარის სხვადასხვა სოფლებში და ქ. ბათუმში, ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციის დ. აბასთუმანში, მე-2 და მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონების ქ. ხაშურში, ქ. ტყიბულში, ქ. ზესტაფონში, ქ. საჩხერეში, ქ. ყვარელში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 256-257 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |