Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე თუმანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის რეალურ სასწავლებელსა და პეტროვო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (კ. ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია); დაამთავრა ქ. ტულის რეალური სასწავლებელი. 1891-1903 წლებში გამოსცემდა რუსულ გაზეთს "Новое обозрение", სადაც აქვეყნებდა საგარეო პოლიტიკსა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს. თავის ძმას, გიორგი თუმანიშვილს ეხმარებოდა სხვადასხვა ლიტერატურის გამოცემაში (იყო თანაავტორი). გაზეთის დახურვის შემდეგ დაიწყო კავკასიის ისტორიის, არქეოლოგიისა და გეოგრაფიის საკითხების შესწავლა, მონაწილეობდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუშაობაში. 1913 წელს დაწერა და გამოაქვეყნა ნაშრომი "О доисторическом языке Закавказья" (შეიცავს საინტერესო მასალებს კავკასიის ხალხთა ენების წარმოშობის გამოსარკვევად). თებერვლის რევოლუციის შემდეგ უმთავრესად წერდა პოლიტიკურ თემებზე გაზეთ "Кавказское слово"-სა და სხვა გაზეთებში, საქართველოს გასაბჭოებისას მუშაობდა კავკასიისმცოდნეობის მიმართულებით. გამოუქვეყნებელი დარჩა დრამა "Загадочные натуры", ისტორიული კვლევები "О древней географии Закавказья", "О культе героев в древнем Закавказье" და სხვ. მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილის შვილი, გიორგი თუმანიშვილის უმცროსი ძმა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.349 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |