The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ღონღაძე

ნოდარ ღონღაძე
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1982 წელს.

1982-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტჟო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" №14 სამშენებლო ტრესტში მშენებელ ოსტატად; 1984-1994წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს ინჟინრად, განყოფილების უფროსად, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად; 1994-1996წწ. იყო საქართველოს მშენებელთა კავშირის მთავარი სპეციალისტი; 1996-2001წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქგვირაბმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად; 2002-2012წწ. მუშაობდა ფირმების: "დტს"-ის, "უნიმშენი"-სა და "მონო-ინტერნეიშენელის" სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 2013 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო კომპანია "ანაგში" სამუშაოთა მწარმოებლად; 2015 წლიდან მუშაობს ამავე სამშენებლო კომპანიაში ზონალური სამსენებლო წარმოების ხელმძღვანელად (მშენებლობის უფროსად); მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სამშენებლო კომპანია "ანაგი" მუშაობის პერიოდში აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა: სავაჭრო ცენტრი თვალჭრელიძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "სითი მოლი"-ს კომპლექსი (გლდანში), საცეკვაო სტუდია ყიფშიძის ქუჩაზე ქ. თბილისში და სხვა; ხელმძღვანელობდა სასტუმრო "ლეფორტოვოს" რეკონსტრუქციას ქ. მოსკოვში, სამხედრო ქალაქის მშენებლობას ქ. ვიაზმაში, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს, მონაწილეობდა "სამების" საკათედრო ტაძრის მშენებლობაში; აშენებული აქვს ათიათასობით კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლები ქ. თბილისში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საქართველოს პატრიარქის ილია II-ის საპატიო სიგელი სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისათვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 257-258


გააზიარე: